სასკოლო სასწავლო გეგმა

  
wmida mitropolit nazari leJavas saxelobis marTlmadidebluri skola

  

სასკოლო სასწავლო გეგმა
2011-2012 s.w.


  
დამტკიცებულია პედსაბჭოს მიერ
___________ – ოქმი #__





წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის
სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის

2011-2012 წლის სასკოლო სასწავლო გეგმა

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მისიაა: აღზარდოს მართმადიდებლური ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობა, რომელიც არის მიმტევებელი, საღად მოაზროვნე, იცავს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურულ და სულიერ ღირებულებებს, რომელიც შეძლებს საზოგადოებაში ადაპტაციას, სწორი ორიენტაციის არჩევას. სკოლა შეუწყობს ხელს მოსწავლეების ღირსეულ, ქართველ, მართლმადიდებელ ქრისტიანად ჩამოყალიბებას, პირადი ინტელექტის გაძლიერებას და წარმატებულ, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ ადამიანად ჩამოყალიბებას. სკოლა ახორციელებს სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და ყველაფერი კეთდება მისი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
  სკოლა მისიის განსახორციელებლად ნერგავს თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს,  აწყობს სასწავლო–სამეცნიერო და შემოქმედებით ღონისძიებებს, დისპუტებს, კონფერენციებს, მოლოცვებს, ლაშქრობებს, საქართველოს ისტორიულ–გეოგრაფიულ მოკვლევებს.

სკოლაში განათლება იყოფა სამ საფეხურად: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI, საბაზო – VII-IX, ხოლო საშუალო X-XII კლასებს. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

დაწყებითი საფეხურის ძირითადი მიზნებია:

·      ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე ეფექტიურად სწავლისთვის;
·      შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;
·      შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მას დასჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
·      ჩამოუყალიბოს  მოსწავლეებს უფლის რწმენა და ეკლესიური ნორმებით ცხოვრება.

საბაზო საფეხურის ძირითადი მიზნებია:

·      დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; 
·      მოსწავლეს ჩამოუყალიბოს წინაპირობები მომავალი არჩევანისთვის: აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას მომავალში და, თუ აპირებს,   რა ფორმით;
·      შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
·      ჩაუნერგოს მოსწავლეს მართლმადიდებლური ღირებულებები: სულიერი სიძლიერე და მხნეობა, ეკლესიური ნორმებით ცხოვრების აუცილებლობა.

საშუალო საფეხურის ძირითადი მიზნებია:

·      შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად;
·      შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის, რომ მან სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში,  ან ჩაებას შრომით საქმიანობაში).
·      ჩაუნერგოს მოსწავლეს მართლმადიდებლური ღირებულებები: სულიერი სიძლიერე და მხნეობა, ეკლესიური ნორმებით ცხოვრების მოთხოვნილება, რათა შეძლოს ღვთისნიერ ადამიანად ჩამოყალიბება. მოთმინებით და მორჩილებით შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება ღმერთისა თუ ერის სამსახურში.

სკოლაში სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბრეს.
სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 სემესტრით.
არდადეგები გათვალისწინებულია სკოლის მიერ შემუშავებული სასწავლო კალენდრის მიხედვით,რომელშიც გათვალისწინებულია ძირითადი რელიგიური დღესასწაულები (დანართი #1)
I სემესტრი _ იწყება 14 სექტემბერს და მთავრდება 30 დეკემბერს;
II სემესტრი _ იწყება 20 იანვარს და მთავრდება 14 ივნისს.



            მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში არ აღემატება 25 მოსწავლეს. კლასებში სწავლობენ სხვადასხვა ნიჭისა და უნარის, ცოდნისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები.

სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:
                         
გაკვ
დაწყება
დამთავრება
შესვენება
I
9 00
9 45
10 წთ
II
9 55
10 40
10 წთ
III
10 50
11 35
15 წთ
IV
11 50
1235
10 წთ
V
12 45
13 30
10 წთ
VI
13 40
14 25
10წთ
VII
14 35
14 20


I კლასში სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:
გაკვ
დაწყება
დამთავრება
შესვენება
I
9 00
9 35
15 წთ
II
9 50
10 25
15 წთ
III
10 40
11 15
15 წთ
IV
11 30
1205
15 წთ
V
12 20
12 55









პირველი კლასი მუშაობს ორ სმენაში. მეორე სმენის გაკვეთილების განრიგია:


გაკვ
დაწყება
დამთავრება
შესვენება
I
12 20
12 55
15 წთ
II
13 10
13 45
15 წთ
III
14 00
14 35
15 წთ
IV
15 50
1625
15 წთ
V
16 40
17 15









სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 დღით. დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რელიგიური ქმე დღეების ნაცვლად გაცდენილი სასწავლო დღე აღდგება შაბათ დღეს.
 ღონისძიებები, კონკურსები და შეჯიბრებები, დამატებითი მეცადინეობები ტარდება გაკვეთილების შემდეგ ან შაბათ-კვირას.

2011-2012        სასწავლო წლის ხანგრძლივობa და კალენდარი                (დანართი #1)

saswavlo wlis dawyeba-damTavrebis TariRebi    
14.09.11 - 14.06.12
sul saswavlo dRe
167 samuSao dRe
უქმე dReebi
I სემესტრში
21,27 სექტემბერი, 14 oqtomberi, 3,23 noemberi, 3,19 დეკემბერი. (სულ 7 დღე)
zamTris ardadegebi
30.12.2011 - 20.01.2012
me-2 semestris dawyeba damTavrebis TariRebi
20.01.12. - 14.06.12
უქმე dReebi
II სემესტრში
27 იანვარი, 8.15 თებერვალი, 9,10,11,12,13,16 აპრილი, 22,24 მაისი,  1 ივნისი. (სულ 12 დღე)

სასწავლო წლის დაწყება დამთავრების თარიღები 1 და XII კლასისთვის
სასწავლო წლის დაწყება დამთავრების თარიღები: 14.09.11–20.05.12
1–ლი სემესტრის დაწყება დამთავრების თარიღები –14.09.11–30.12.11(75 სამუშაო დღე)
II  სემესტრის დაწყება დამთავრების თარიღები :20.01.12- 18.05.12. (76 სამუშაო დღე)
zamTris ardadegebi: 25.12.2011-20.01.2012;
dasvenebis dReebi:  21, 27 სექტემბერი, 14 oqtomberi, 3, 23 noemberi, 13,19 დეკემბერი.
27 იანვარი, 8.15 თებერვალი, 9,10,11,12,13,16 აპრილი, 22,24 მაისი,  1 ივნისი.


სასკოლო სასწავლო გეგმის აუცილებელ ნაწილებს შეადგენს:


·      სკოლის მისია
·      სასკოლო საათობრივი ბადე (დანართი #1);
·      ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება (იქვე);
·      სახელმძღვანელოების ჩამონათვალი (დანართი #2);
·      ინკლუზიური განათლება (სსსმ გეგმა, დანართი #3);
·      შეფასების პრინციპები (აუცილებელი მინიმუმი, შიდა სასკოლო ტესტირებები, გამოცდები და სხვა );
·      სადამრიგებლო პროგრამა (დანართი #4).

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო მომსახურებასთან ერთად სასწავლო პროცესში ისწავლება “დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების” შემდეგი საგნები:
•    საღვთო სჯული (I-XI)
•    ბიბლია (V-XII);
•    სამოციქულო ეკლესიის ისტორია (X, XI, XII) ;
              საგნები ისწავლება საათობრივ ბადეში მითითებული განრიგით. დამატებით საგანზე დასწრება აუცილებელია ყველა მოსწავლისათვის.
         დამატებითი საგნების არჩევანი განაპირობა სკოლის მისიამ – აღზარდოს მართმადიდებლური ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობა, სკოლის მიზნებმა,  სასწავლებლის სურვილმა –მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა მომავალში დამოუკიდებლად იმუშაონ სპეციფიურ ლიტერატურაზე, ასევე იქონიონ ტექნიკური უნარ-ჩვევები.







     თითოეული დამატებითი საგნისათვის სკოლის მიერ შემუშავებულია სასწავლო გეგმა.
                  
სკოლაში ასევე არსებობს კლასგარეშე წრეები:
•    ხალხური საკრავები (ფანდური, სალამური) (II-XII);
•    გალობა(III-XII);
•    ხატწერა (II-XII);
•    ქართული ხალხური ცეკვები(I-VII);
•    ჭადრაკი(II-XII);
•    სიწმინდეების გეორაფია (VII-X);
•    ფიტო–ლაბორატორია (VII-X);
•    ხელგარჯილობა (კულინარია, ქარგვა) (V-VIII);
•    გახანგრძლივებული ჯგუფი (დაწყებით კლასში) (I-IV).
წრეები უფასოა და დასწრება ხდება მოსწავლეთა სურვილით.
                   გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლის მოვალეობაა შესაბამისი კლასების მოსწავლეთა გაკვეთილების შემდგომი მომზადება მომავალი დღისთვის კონკრეტული საგნის მასწავლებლის მითითებებით, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში.
                   მოსწავლეები, რომლებიც აკადემიური თვალსაზრისით მოუმზადებელი მოვლენ სახლიდან, ამ საგნის მასწავლებელს უფლება აქვს დატოვოს გახანგრძლივებულ ჯგუფში ამ ჩამორჩენის ასანაზღაურებლად.
        
დამატებითი საგნის სასწავლო გეგმა  (სილაბუსი) მოიცავს თითოეულ საგნის:
·       შესწავლის მიზნებს (სადაც ჩამოყალიბებულია თუ რა ინფორმაციის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებასა და შესწავლას ითვალისწინებს ეს კურსი); 
·       შეფასების პრინციპებს (ამ საგანში სწავლა იქნება შეფასებული ჩათვლების სისტემით);
·       საჭირო სასწავლო მასალის ჩამონათვალს (სახელმძღვანელოები, სხვა წიგნები თუ რვეულები).


შეფასების პრინციპები და მიდგომები

            აკადემიური  მოსწრების  შეფასება  არის  ხშირი  და  მრავალმხრივი, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას, როგორც ამას მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა  და, მეორე მხრივ, განსხვავებული პოტენციალის მქონე ყველა მოსწავლეს აქვს საკუთარი შესაძლებლოებების გამოვლენისა და განვითარების თანაბარი პირობები. 
            სწავლის პროცესში გამოყენებულია შეფასებას მრავალგვარი კრიტერიუმი, რომელიც   უზრუნველყოფილია მოსწავლის მრავალფეროვანი აქტივობებით (მაგ., ესე, პროექტი, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტი, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.)  საშუალებით, რაც მოსწავლეებს აძლევს არამხოლოდ ცოდნის, არამედ უნარ-ჩვევების ფართო სპექტრისა და აზროვნების განსხვავებული ფორმების დემონსტრირების საშუალებას.

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეთა შემოწმება დაკავშირებულია არამხოლოდ სწავლების შედეგთან, არამედ სწავლის პროცესთან. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

განმსაზღვრელი შეფასება  იძლევა  ცოდნის განსაზღვრის დონეს,  თუ რამდენად დაეუფლა იგი საგნობრივი პროგრამებით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რამდენად  დაშორდა ან მიუახლოვდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, იგი განსაზღვრავს თითოეული მოსწავლის ცოდნის დონეს.

განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, თითოეული მოსწავლისათვის არსებობს შეფასების რუბრიკები და რვეულები კომენტარებით, სადაც გარკვეული სიხშირით (მინიმუმ კვირაში ერთხელ) ხდება სიტყვიერი შეფასება მისი  მაქსიმალურად განვითარებისათვის.
            განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი მოსწავლეთა საქმიანობას ამოწმებს არა მათი მიღწევის დონის განსასჯელად და ნიშნების დასაწერად, არამედ მათ დასახმარებლად. იგი აკვირდება თითოეულ მოსწავლეს სწავლის პროცესში, შეისწავლის მათ საჭიროებებს, რათა ამ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი და თითოეულ მათგანს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი წინსვლაში. მასწავლებელი ქმნის თანამშრომლობით და კონსტრუქციულ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეებს არ აფერხებთ არც მარცხის და არც წარუმატებლობის შიში. მათ ნებისმიერ შემთხვევაში მასწავლებლის რჩევისა და მხარდაჭერის იმედი აქვთ. ასეთ გარემოში თითოეული მოსწავლე, ცოდნის დონის მიუხედავად, ახალი ცოდნის შეძენით, გამოცდილების გამდიდრებითა თუ უნარების გაუმჯობესებითაა დაკავებული.

            განმავითარებელი შეფასების პროცესში მასწავლებელთან ერთად ჩართულები არიან მოსწავლეებიც. ისინიც ცდილობენ, მასწავლებლის დახმარებით, დაადგინონ საკუთარი მოთხოვნილებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, შემაფერხებელი ფაქტორები. ამ პროცესებში ჩართვა აყალიბებს მათში თვითშეფასებისა და თვითგანვითარების უნარ-ჩვევებს, ზრდის მათ ქმედუნარიანობასაც და პასუხისმგებლობასაც. არსებობს მოსწავლეთა გამოკითხვის რუბრიკები, რის საშუალებითაც ვადგენთ მათ ნაკლს სწავლაში და წარმატების მიღწევაში ვეხმარებით.

            მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ განმავითარებელი შეფასების შემთხვევაში, მოსწავლე ფასდება საკუთარ თავთან, საკუთარ მიღწევებთან  და  არა - ყველასათვის საერთო ნორმასთან მიმართებით, რათა მან დაინახოს საკუთარი წინსვლა და ირწმუნოს, რომ შეუძლია  სიძნელეთა ეტაპობრივად გადალახვა.

            განმავითარებელი შეფასებისას უპირატესად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორებიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცლები, თვითშეფასებისა და      ურთიერთშეფასების სქემები, ცოდნის ათვისების, ან უნარის განვითარების ეტაპების გამომხატველი დონეები. სასურველია, სამი   ან ოთხი (მაგალითად, 3 დონე - ათვისებულია, ათვისებულია ნაწილობრივ, აუთვისებელია; 4 დონე - ფლობს სრულყოფილად, ფლობს უმეტესწილად, ფლობს ნაწილობრივ, ვერ ფლობს); ათვისების თუ ფლობის დონეებით შედგენილი შეფასების ან თვითშეფასების სქემები მასწავლებელსაც და მოსწავლესაც საშუალებას აძლევს, დინამიკაში დაინახოს კონკრეტული ცოდნის თუ უნარის ათვისების პროცესი.
            I-IV კლასებში მოსწავლეთა წლიური შეფასება ნიშნებით არ ხდება. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა საკუთარი და სხვა მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაწეროს მოკლე შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება გავარჯიშება მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
            V-XII  კლასებში  ნიშნები იწერება 10 ქულიანი სისტემით.
V-XII კლასებში საგანში სპორტი, საღვთო სჯული, ბიბლია, სამოციქულო ეკლესიის ისტორია, მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.







ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

·      საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
·      საგნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში;  
·      საგნის წლიური ნიშანი – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც.  გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე
·      საერთო წლიური ნიშანი – საგნების წლიური ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება;
·       საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები  ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:
1.      საშინაო დავალება
2.      საკლასო  დავალება
3.       შემაჯამებელი დავალება
სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

საშინა და საკლასო დავალებათა კომპონენტები

საკლასო და საშინაო დავალებების კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება.
განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ნიშანი.
განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც  მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილია.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი
            შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში შეფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები აფასებს შესაბამისი    საგნის სტანდარტით განსაზღვრულ  შედეგებს. მაგალითად, უცხოური ენების სტანდარტის შედეგები კომუნიკაციის უნარს გულისხმობს (მოსმენა, კითხვა, ზეპირი მეტყველება, წერითი მეტყველება), ამდენად, შემაჯამებელ დავალებებში  მოწმდება  კომუნიკაციური უნარი  და არა, ვთქვათ, მხოლოდ რაიმე კონკრეტული გრამატიკული წესის ცოდნა.
            სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. შემაჯამებელ დავალებათა ტიპებია: ტესტი დახურული და ღია კითხვებით, თხზულება, პროექტის პრეზენტაცია, მოხსენება-რეფერატი, სახვითი ნამუშევარი (მაგ. ნახატი, კოლაჟი, ნაძერწი და სხვ.), საველე-გასვლითი სამუშაოს ანგარიში, კონცერტი, წარმოდგენა და სხვ. დავალების ფორმის შერჩევისას გასათვალისწინებელია საგნის სპეციფიკა.
სემესტრის მსვლელობისას ჩატარებული შემაჯამებელი შეფასებების შემდეგ ხდება კომენტარების დაწერა იმათთვის, რომლებმაც აუცილებლად უნდა გამოასწორონ საკუთარი შედეგები, რათა სემესტრული შეფასება ჰქონდეთ დადებითი. ასევე, დაიწერება კომენტარი, როცა მოსწავლე წინა შეფასებასთან შედარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თავისი მოსწრებას. ამის აღნიშვნა მნიშვნელოვან სტიმულია მოსწავლისათვის, იმისთვის, რომ  სწავლის ხარისხი სემესტრის ბოლომდე შეინარჩუნოს.
გამოცდის ტიპები
სკოლაში ჩატარდება  შემდეგი ტიპის გამოცდები:
·        წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
·        საშემოდგომო გამოცდა;
·        ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა.
სასწავლო წლის დამათავრებელი გამოცდა
სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდა ინიშნება სასწავლო წლის ბოლოს V – XI კლასებში სასკოლო სასწავლო გეგმის შემდეგ საგნებში:
V klasSi: qarTuli ena da literatura, maTematika, istoria, bunebismetyveleba, rusuli ena, saRvTo sjuli;
VI klasSi:  qarTuli ena da literatura, maTematika, istoria, rusuli ena, biologia, geografia, saRvT sjuli;
VII klasSi: qarTuli ena da literatura, maTematika, istoria, biologia, geografia, saRvTo sjuli;
VIII klasSi: qarTuli ena da literatura, maTematika, istoria, fizika, biologia, geografia, ucxo ena, saRvTo sjuli;
IX klasSi: qarTuli ena da literatura, maTematika, istoria, qimia, fizika, biologia, geografia, ucxo ena,  saRvTo sjuli;
X klasSi: qarTuli ena da literatura, maTematika, istoria, qimia, fizika, biologia, geografia, ucxo ena,  saRvTo sjuli;
XI klasSi: qarTuli ena da literatura, maTematika, istoria, qimia, fizika, biologia, geografia, ucxo ena,  saRvTo sjuli;
გამოცდები ინიშნება დირექტორის ბრძანების საფუძველზე. კოორდინაციას გაუწევს ხარისხის მართვის მენეჯერი და  ამ გამოცდის ნიშანს გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე. წლიური ნიშნის გამოთვლისას წლიური გამოცდის ნიშანი ემატება სემესტრულ ნიშნებს და ჯამი იყოფა სამზე.
საშემოდგომო გამოცდა
            თუ მოსწავლემ ვერ გადალახა კონკრეტულ საგანში/საგნებში ბარიერი (მინიმალური შეფასება მიიღო 5.0–ზე დაბალი), მოსწავლეს დაენიშნება საშემოდგომო გამოცდა შესაბამის საგანში/საგნებში.
            საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა გაუწევს კონსულტაციებს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ ვერ  გადალახეს დადგენილი ბარიერი.
            საშემოდგომო გამოცდის ჩატარების პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
            მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (ანუ საშემოდგომო გამოცდის ნიშანი ხდება საგნის წლიური ნიშანი).

ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა
ამ გამოცდას აბარებენ ის მოსწავლეები, რომლებიც განსაზღვრულია „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანებით.

ნიშნების გამოანგარიშების წესი
საგნის სემესტრული ნიშნის გამოანგარიშების წესი:
            მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში მიღებული ნიშნების ჯამი  უნდა გაიყოს მიღებული ნიშნების რაოდენობაზე.
            მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით. (მაგალითად, 6.15 მრგვალდება 6-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე).
            იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ნიშნის გამოსაანგარიშებლად  სამივე კომპონენტში მიღებული ნიშნების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ნიშნების და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
            სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს  წლიური გამოცდის ჩატარებას და  განსაზღვრულია, რომ  ამ გამოცდის ნიშანიც აისახება წლიურ ნიშანზე.  საგნის წლიური ნიშანი სამი შეფასების საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).


საერთო  წლიური  ნიშანი
            საერთო წლიური ნიშანი გამოითვლება საფეხურის ფარგლებში მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანის მიზნებისთვის.
            საერთო წლიური ნიშანი ერთი ნიშნით უნდა გამოიხატებოდეს. ამ ნიშნის გამოთვლა ხდება შემდეგი ფორმულით: ვკრებთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგნის (მე-11 და მე-12 კლასების შემთხვევაში, აგრეთვე, სავალდებულო არჩევითი საგნის/საგნების/პროგრამის) წლიურ ნიშანს და ჯამს ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე. საერთო წლიური ნიშანი მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგალითად,  7.14 მრგვალდება 7.1-მდე, 8.15 მრგვალდება 8.2-მდე, ხოლო 9.27 მრგვალდება 9.3-მდე). აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ნიშანი, რომელიც მეტია 5.0-ზე და ნაკლებია 5.1-ზე მრგვალდება 5.1-მდე.  
საფეხურის  საერთო  ნიშანი
            საფეხურის საერთო ნიშანი გამოითვლება იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო  წლიური ნიშანი, ანუ ვაჯამებთ საფეხურის მანძილზე ნასწავლი საგნების ყველა წლიურ ნიშანს (მაგ. მათემატიკა მე-10 კლასი, ქართული მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, ქართული მე-11 კლასი, მათემატიკა მე-12 კლასი, ქართული მე-12 კლასი და ა.შ.) და ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე. საფეხურის საერთო  ნიშანი მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგალითად, 6.55 მრგვალდება 6.6-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე, ხოლო 9.43 მრგვალდება 9.4-მდე).
           
საფეხურის  დაძლევა
1.    კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5 ან მეტი, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
2.    დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლსაერთო საფეხურის  ქულა (დამრგვალების შემდეგ)  არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
3.    საბაზო  საფეხური  დაძლეულად  ჩაითვლება, თუ მოსწავლს  საერთო საფეხურის  ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების, ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
4.    საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლს  საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0-ან მეტი, რაც აძლევს სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე  გასვლის უფლებას.

მოსწავლეების აკადემიური მიღწევების აღიარება
1.                       მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით.
2.    I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
3.    V-XII კლასებში  მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
2.    მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.
3.    V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
4.    დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება წლიური ქულის გამოთვლისას.
5.    მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში  შეფასდება   განმავითარებელი შეფასებით.

მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა (მსგ)
 
სკოლაში არსებობს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა (მსგ), რომელიც არის წერილობითი დოკუმენტი, შედგენილი სსსმ მოსწავლეე­ბისათვის. მოცემული დოკუმენტი ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას; მისი დაკმაყოფილების გზებსა და ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. იგი მასწავლებლის/მასწავლებლების სპეციალისტთა გუნდისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით შედგება წინასწარი დაკვირვებისა თუ შეფასების საფუძველზე და ითვალისწინებს სრულ ინფორმაციას ბავშვის ქცევითი, კომუნიკაციური ჩვევების, შესაძლებლობებისა და მისთვის საჭირო მომსახურების შესახებ.

·       ეროვნული სასწავლო გეგმების საფუძველზე სკოლას  შეიმუშავებული აქვს მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს  სსსმ მოსწავლეებისათვის;
·       სსსმ მოსწავლეთა გამოვლენიდან ერთი თვის შემდეგ, სკოლა უზრუნველყოფს  მათი  შესაძლებლობების სიღრმისეულ შეფასებას.
·       სკოლა ჰყავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის (მსგ) შემუშავებას და მის განხორციელებას. გუნდში ერთიანდებიან ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი. გუნდს ჰყავს კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელია გუნდის საქმიანობაზე. ის  უწევს გუნდს კოორდინირებას და ასევე ატარებს  მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის განხორციელების  მონიტორინგს;
·       მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის მენეჯერია (კოორდინატორი) სსსმ მოსწავლის დამრიგებელი; 
·       გუნდის შეხვედრა ტარდება სემესტრის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ(სემესტრის დასაწყისში და საჭიროების მიხედვით) . შეხვედრაზე მოსწავლის განათლების მიმდინარე პროცესზე მსჯელობენ და მის მიერ მიღწეულ შედეგებს აანალიზებენ და დებენ დასკვნას ოქმის სახით;
·       სასწავლო წლის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სკოლა ყოველი  სსსმ მოსწავლისათვის წარადგენს
მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას სადაც, გარდა მოსწავლისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და მიზნის მიღწევის ვადებისა, განისაზღვრება შემდეგი:
ü    მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები,   მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;
ü    დამატებით და/ან ინდივიდუალურ  მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;
ü    მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა) საჭიროება;
ü    მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (ავტობუსით მომსახურების საჭიროება, კომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობა,  მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება და ა.შ);
ü    მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა და მასალის   უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (შეიძლება იყოს მშობელიც);
ü    სხვა გასათვალისწინებელი ინფორმაცია.
·       სასწავლო წლის განმავლობაში სკოლა აწარმოებს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის  შესრულების მონიტორინგს, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებით, თავად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ განახლებას, გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ახალი საჭიროებების გათვალისწინებით; 
·       წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას მიეწოდება მოსწავლის შესახებ წარმოებული დოკუმენტაცია (პორტფოლიო).

დისციპლინა

            სკოლაში არის მოსწავლეთა  განვითარების, საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ–ჩვევები. მასწავლებლების მაგალითი გადამწყვეტია სკოლაში მშვიდი და საქმიანი გარემოს შესაქმნელად. სკოლაში ნორმალური ატმოსფეროს დასანერგად ასევე გადამწყვეტია მოსწავლეებისათვის იმის ჩანერგვაც, რომ სკოლა მათი საკუთრებაა. სკოლას ჰყავს მოძღვარი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა და მასწავლებელთა სულიერ მხარეზე. კურთხევასა და რჩევა–დარიგებებს აწვდის მათ.  სკოლაში დისციპლინის მხრივ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოს წარმოადგენს სკოლის შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი, რომელსაც ყველა მოსწავლე იცნობს.
                   ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეებს უტარდებათ ინდივიდუალური შეხვედრები მოძღვართან და კლასის დამრიგებელთან საჭიროების შემთხვევაში. სკოლაში საკმაოდ მშვიდი  გარემოა შექმნილი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრაციაში და იმის დაძლევაში რომ ნაკლებად იმპულსური და  ჰიპერაქტიური ქცევა გამოავლინონ.



მოსწავლეთა დასწრება
            სასკოლო–სააღმზრდელო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას.  ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, მოსწავლეების დასწრების უზრუნველყოფა სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია.
            მოსწავლეების დასწრების რეგულარული აღრიცხვა, მისი ანალიზი და პრობლემებზე რეაგირება სკოლის დირექციის პასუხისმგებლობაა.
            დამრიგებელი  ვალდებულია,  მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რასაც ზედამხედველობას უწევს სკოლის დირექტორი.
            დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე სკოლის დირექტორი ვალდებულია  წერილობითი ფორმით ან სატელეფონო საშუალებით დროულად შეატყობინოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის/გაკვეთილების  გაცდენის  ფაქტისა და მისგან გამომდინარე  მოსალოდნელი   შედეგების  შესახებ.
დასწრების აღრიცხვა
            მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე  მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი.
დასწრება და გაცდენები
სკოლა მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეები რეგულარულად დაესწრონ გაკვეთილებს. სსსმ მოსწავლეების მიერ გამოწვეული გაცდენები საპატიოდ ჩაითვლება, თუკი ეს გამოწვეულია  ავადმყოფობით, მშობლის ან მეურვის უუნარობით, მოკლევადიანი მოგზაურობით.
სსსმ მოსწავლისათვის – თუ გაკვეთილების გაცდენა აღემატება ორ თვეს, მაშინ სკოლა ვალდებულია  საგანმანათლებლო მომსახურება უზრუნველყოს სახლის ან საავადმყოფოს პირობებში.